„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე”- ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნების” ხაშურის ორგანიზაცია შეუერთდა

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე”- ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის ორგანიზაცია შეუერთდა.

ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი.

უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში ამ დღეებში სისხლი გაიღეს ასევე „ქართული ოცნების” თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, ჯამში 150-მდე ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები