ამირან სალუქვაძე: ალბათ, ქართუს 100 მილიონის შემდეგ, პირბადეები დღეს ყველაზე განხილვადი თემაა
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, “უნდა განვასხვაოთ პირბადე გვსურს თუ მოდური ნიღაბი?”
“COVID-19/პირბადეები: დიაზანი, ხარისხი, ფასი, წარმოების პრობლემები. ალბათ, ქართუს 100 მილიონის შემდეგ, პირბადეები დღეს ყველაზე განხილვადი თემაა. ზოგს დიზაინი ადარდებს, ზოგს ფასი…
რა თქმა უნდა, თუ სლოვაკიის პრეზიდენტივით, კაბის ფერს გსურთ მოარგოთ, შეღებვა მოგიწევთ. ამას წინათ შავი პირბადე, უკაცრავად, ნიღაბი ვიყიდე და ჩემს შავ შლაპას კარგად შეეხამა, მაგრამ საშინელი სუნი აქვს და ცუდად სუნთქავს.
მოკლედ, დღეს, ფარმაში, ვიყიდე 3 ც პირბადე, თითო 50 თეთრად. ხომ მხედავთ სურათზე? ფოტოზე ხედავთ სინძო აბესაც, დღეს ახსენეს პაატა იმნაძემ და ნათია თურნავამ. ფოტოს მარჯვენა სვეტში მოდური პირბადეებია. ასეთების დამზადებას ნუ მოვთხოვთ მთაბრობას. ბიზნესმა და დიზაინერებმა, მოდელიერებმა იფიქრონ.
ჰოდა, რას უწუნებთ ამ პირბადეს, ან ვიზუალურად, ან სხვა მხრივ? აბეს პირბადეს მართლა სჯობნის.
ქართული წარმოების, 12-ფენიან, დოლბანდის პირბადეებზე, არსებობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა, რომ საყოფაცხოვრებო პირობებში შესაძლებელია მათი მრავალჯერადი გამოყენება, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში – ერთჯერადად, 3 საათამდე ხანგრძლივობით. ვისაც გაინტერესებთ, მოგაწვდით წერილის ნომერს.
ბევრი პოსტი და კომენტარი წავიკითხე ფასთან დაკავშირებით. რატომღაც, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თვითღირებულებას დაამატეს გასაყიდი ფასი და ლამის 2 ლარამდე აიყვანეს. არადა, უნდა გამოეკლოთ.
ვისაც ფასები გაინტერესებთ:
– კერვა საშალოდ ~ 60 თ;
– დღგ 10.8 თ;
– ჯამი 70.8 თ;
– დოლბანდი ~ 25 თ;
– რეზინა და ძაფი 8 თ;
– შეფუთვა 4.5 თ;
– სულ ~ 1.08 ლ.
– აფთიაქებს მთავრობა აწვდის 49 თეთრად;
– აფთიაქები სიმბოლურად 1 თეთრს და ყიდიან 50 თეთრად.
– რეალიზაციის შემდეგ 49 თეთრი უბრუნდება სახელმწიფოს.
– შესაბამისად, საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტროს, პირბადე უჯდება 59 თეთრი. თუმცა, რეალიზაციიდან შემოსული თანხები მიემართება ისევ დოლბანდის შემოსატანად.
რაც შეეხება დოლბანდის შემოტანას. თუ ღია წყაროებს ადევნებდით თვალს, უამრავმა დოლბანდის და პირბადეების მწარმოებელმა ქვეყანამ, შეზღუდა ან მთლიანად აკრძალა ექსპორტი. მაგალითად, რუსეთმა პირბადეების ექაპორტი აკრძალა 1 ივნისამდე და დოლბანდი მიმართეს შიდა წარმიებაზე.
მასალების შემოტანაში აქტიურადაა ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები და, როგორც გავარკვიე, საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული.
ფეისბუქით შეგიძლიათ მოიძიოთ მრავალჯერადი ნიღბები. ფასი შეადგენს 2,5-დან 5 ლარამდე. შევიძინე 2,5 ლარიანი, მაგრამ არავისთვის მირჩევია, რადგან ძალიან ცუდად სუნთქავს, სახეს ცუდად “აჯდება”, შესაბამისად ნაჭრის გავლით სანახევროდ სუნთქავ, რაც სანახევროდ გიცავს, თუ გიცავს საერთოდ. სუნზე უკვე დავწერე.
მოკლედ, უნდა განვასხვაოთ პირბადე გვსურს თუ მოდური ნიღაბი?”, – წერს სალუქვაძე.