კარანტინი კი არა “holiday”-ა, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს, – კარანტინში მყოფი ანა ნიჟარაძე ფეისბუქის პოსტში წერს

„კარანტინი კი არა “holiday”-ა, არცერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. #მადლობაგახარიას. არ ვართ ბევრნი! უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ყოველივე მოქალაქეს!!!! #დარჩითსახლში,” – წერს ბრიტანეთიდან დაბრუნებული ანა ნიჟარაძე თავის პოსტში „ფეისბუქზე”. ანა 5 დღის წინ დაბრუნდა ლონდონიდან და ახლა 14-დღიან კარანტინს გადის ჩაქვში მდებარე ტურისტულ კომპლექსში „დრიმლენდ ოაზისი”.

„როგორც კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსენდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად !” – მოუწოდებს ის საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამჟამად ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. ანა ინფორმაციას სპეციალური ჩარტერული რეისის შესახებ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს საიტზე გაეცნო, რეისის შესრულებამდე 1 დღით ადრე კი „ჯორჯიან ეარვესის” ვებგვერდზე ბილეთიც გონივრულ ფასად 177 ფუნტად შეიძინა და სამშობლოში დაბრუნდა. „სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი (დაშორებით რომ ვიჯდეთ) რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი,” – ანა ასევე მოწონებით აღწერს სასტუმროში არსებულ ვითარებას, სადაც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო ზონა ფუნქციონირებს.

„ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი),” – წერს ანა ნიჟარაძე.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები არა მხოლოდ ლონდონიდან, ასევე ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები