საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე.​
​კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
​ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები