StopCoV ფონდში შენატანები 3 300-ზე მეტმა პირმა განახორციელა, დაგროვილი თანხა 125 მლნ 500 ათასი ლარია

10 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 125 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული.

ამ დროისთვის, StopCoV ფონდში ყველაზე მსხვილი შენატანები განახორციელეს:

· ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ”, 100 მლნ ლარი

· მაგთიკომი, 3 მლნ ლარი

· სილქნეტი, 1 მლნ ლარი

· კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი

· „არ ემ ჯი”, 1 მლნ ლარი

· ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი

· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1 მლნ ლარი

· სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, 1 მლნ ლარი

ასევე, ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

· საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 500 ათასი ლარი

· ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი, 100 ათასი ლარი

· შპს „აკა”, 50 ათასი ლარი

· ჯეორჯიან პროდაქტსი, 50 ათასი ლარი

· სოდი ინვესტმენტი, 20 ათასი ლარი

· MCTM MOBILE COMMUNICATIONS TRADE UNION, 18 ათას 500 ლარი

· ბლექ სი არენას თანამშრომლები, 13 ათასი ლარი

· მილენიუმ ჰაუსი, 10 ათასი ლარი

· ჰილს დეველოპმენტი, 10 ათასი ლარი

· კომუნიკომი (Motorola Solutions პლატინიუმის პარტნიორი კომპანია საქართველოში), 5 ათასი ლარი

· გეოპლანტი * გურიელი, 5 ათასი ლარი

· კარტლის აგროსისტემები, 5 ათასი ლარი

· იმუნიზაციის ცენტრი, 3 ათასი ლარი

· გლობალ ტანდარტმშენი, ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები