სოფო კილაძემ ზღვის უბანში მდებარე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ზღვის უბანში მდებარე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა, პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებს გაესაუბრა და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.

კილაძე ადმინისტრაცის მხრიდან covid-19 -ის წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებსაც გაეცნო.

“თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ ზღვის უბნის ხანდაზმულთა პანსიონატში ყველა პირობაა იმისათვის, რომ მოხუცებმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ადმინისტრაციის მხრიდან ყველა პრევენციული ზომაა მიღებული ვირუსის წინააღმდეგ. დღეს მოხუცებმა უდიდესი მადლიერება გამოხატეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პირადი სახსრებით შეინარჩუნა პანსიონატის ფუქციონირება და მუდმივად ეხმარებოდა მათ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ამჟამად, თბილისის ხანდაზმულმულთა პანსიონატში 41 ბენეფიციარი ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის საააგენტოს დაქვემდებარებაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები