ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი მოეწყობა იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მოსალოდნელ პიკთან დაკავშირებით, საველე ჰოსპიტალი მოეწყობა იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.
„ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტლის გაშლისა, ჩვენ მოვახდინეთ მყისიერად ჰოსპიტლების გაშლა, რომლებიც მუშაობდნენ ცხელების კლინიკებად. მომავალში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოსპიტლების გაშლას. დეტალურად გვაქვს შესწავლილი ჰოსპიტლური განვითარების ქსელი და იმ მოცემულობიდან ვმოქმედებთ, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე წლების განმავლობაში საქართველოში ჰოსპიტლების ქსელთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.