ჩინეთმა ძაღლები იმ ცხოველთა ნუსხიდან ამოიღო, რომელთა ჭამა დასაშვებია
ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძაღლები იმ ცხოველთა ნუსხიდან ამოიღო, რომელთა ხორცის ჭამა დასაშვებია, – იტყობინება Reuters-ი.
“ცივილიზაციის განვითარების პარალელურად, ასევე, საზოგადოებრივი ინტერესის მატებისა და ცხოველთა დაცვისკენ სიყვარულის ზრდის ფონზე, ძაღლები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული, როგორც საშინაო ბინადრები, ამიტომ ამიერიდან ისინი ჩინეთში როგორც პირუტყვი არ იქნებიან განხილული”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დოკუმენტში ჩამოთვლილი ცხოველები და ფრინველები პირუტყვად არიან აღიარებული, რომელთა გამოყენება საკვებში დასაშვებია.
მიიჩნევა, რომ COVID-19 ღამურებიდან გავრცელდა, რომლებიც უხანის ბაზარზე იყიდებოდა, სადაც ეპიდემიის დაწყება ფიქსირდება.
დაავადების აფეთქების გამო, ჩინეთში თებერვალში ველური ცხოველების ჭამა დროებით აიკრძალა, ასევე, გაწვეულ იქნა მათი გამრავლებისა და გაყიდვის ლიცენზიები. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აკრძალვა, შესაძლოა, მუდმივი გახადონ.
2 აპრილს ქალაქ შენჩჟენის ხელისუფლებამ კატებისა და ძაღლების ხორცის ჭამა პირველმა აკრძალა.
ცხოველთა დაცვის ჯგუფის – Humane Society International-ის მონაცემით, ჩინეთში წელიწადში 30 მლნ ძაღლსა და 10 მლნ კატას კლავენ.