ლევან რატიანი: მარნეულელი ქალი ამ კლინიკის კედლებში გადარჩა, ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 2 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ. მათ შორისაა მარნეულელი ქალი.

„ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში სულ 55 პაციენტია. მინდა, სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო. ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი. ის გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.
მინდა, ვაცნობო ყველას, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო არათუ კრიტიკული, არამედ – ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს – ამ ეტაპზე რეანიმაციაში გვიწევს 7 პაციენტი. აქედან 3 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ისინი არიან ოქსიგენდამოკიდებულებულები და აგრძელებენ სიმპტომურ მკურნალობას. გვყავს 3 მოზარდი, რომელთა მდგომაროება ასევე სტაბილურია. რაც შეეხება ორ ორსულს – მათი და ნაყოფების მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. 33 პაციენტს აქვს მწვავე პნევმონია. დღეს 2 პაციენტზე მოვიდა 2 უარყოფითი დასკვნა და ისინი რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები