აშშ-ის საელჩო: მოხარულნი ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს

“მოხარულნი ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ.

საელჩოს განცხადებით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია.
„ლუგარის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით აშენდა, საქართველოს მთავრობის მფლობელობაშია და მის მიერ იმართება. აღნიშნული ცენტრი სწორედ ისეთი ეპიდემიების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის შეიქმნა, როგორიც COVID-19-ია.
მოხარულნი ვართ, რომ უფრო მეტი ქართველი ეცნობა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირების კუთხით“, – წერია „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები