ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ერთი ექვსი წლის ბავშვია

“კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტა მოთავსებული, მათგან ერთი 6 წლის ბავშვია”, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ერთი ახალი დაინფიცირებული 30 წლამდე მამაკაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი ორი პაციენტი კი არის გუშინ ბათუმში დადასტურებული შემთხვევა, 40 წლის ქალი და ექვსი წლის ბავშვი, დედა-შვილი, რომელიც თბილისში, სწორედ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის მეუღლესა და კიდევ ერთ შვილს – ისინი ბათუმში, საკარანტინო სივრცეში რჩებიან. სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში 16 ინფიცირებული რჩება, მათგან შვიდი არასრულწლოვანია, ორის მდგომარეობა კი საყურადღებოა“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები