საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები