არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნების” სამი დიდი პროექტი, რომლისთვისაც ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა

„საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და “აწარმოე საქართველოში” – “ქართული ოცნების” სამი დიდი პროექტი, რომლისთვისაც ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. სწორედ ამ სფეროებზე გადის ახლა, პანდემიისგან საქართველოს დაცვის და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ხაზი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„წლების განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ ოპონენტები – “რატომ აფინანსებთ ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და საყოველთაო ჯანდაცვას?!” “რა საჭიროა სოფლის მეურნეობაში ამდენი ტექნიკა და ამხელა დანახარჯები?!” “არასწორია ბიუჯეტიდან შიდა წარმოების მხარდაჭერა და პროექტების სუბსიდირება!” ახლა, როცა მთელი მსოფლიო ჯანდაცვის და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და ჩვენც ამხელა პრობლემის წინაშე დავდექით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა პანდემიას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, წარმოების რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში და რამდენად შეუძლია სოფლის მეურნეობას მოქალაქეები საკვები პროდუქტებით მოამარაგოს. დღეს უკვე ცხადია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ხედვა და პრიორიტეტები. ბევრი ხელშეშლის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე ვზრუნავდით” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები