კახა კუჭავა: ქველმოქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნამდვილად უმსგავსო საქციელია

„ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი – 100 მილიონი ლარი გადარიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში. თანხა ანგარიშზე დაჯდა, რაც დადასტურებულია და ასეთი საკითხების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იმ ყველაზე რთულ დროს, რომელშიც საქართველო და მთლიანად მსოფლიოა, ნამდვილად უმსგავსო საქციელია. პირიქით, არის რაღაცეები, რასაც ღირსეულად უნდა შეხვდე და თქვა, რომ დიახ, მივესალმებით, რა კარგია და იქნებ ეს დაეხმაროს ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც ძალიან დაზარალდა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციის შეკითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარის დახარჯვის გამჭვირვალობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, არავის უკვირს რატომ არის ოპოზიცია კრიტიკული და ზოგადად, ძალიან დაბნეული.

„მართლაც, ბევრი დადებითი ხდება და ბევრ შექებას ვიმსახურებთ. დღესაც, რამდენიმე წერილი იყო, თუ როგორ ძალიან მაღალ დონეზე აფასებენ ჩვენი პარტნიორები მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამ დროს ოპოზიციას საკრიტიკო არაფერი რჩება და რაღაცას ხომ უნდა მოედავონ”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები