მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ყველაზე მეტად გამოჩნდა მთავრობის და „ქართული ოცნების” ქმედებაში დღევანდელ კრიზისთან და გამოწვევასთან ბრძოლაში

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა POSTV-ის ეთერში პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „STOPCOV” -ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„2012 წლამდე და მანამდეც, 90-იან წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ამ მართლაც უნიკალურმა ადამიანმა. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ამ ეტაპზე, არ მომერიდება და ამას პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოვლენაა ეს ადამიანი. მნიშვნელოვანია დღევანდელი ფაქტიც, როდესაც 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მისი ეს ინვესტიცია ყველაზე მეტად გამოჩნდა მთავრობის და „ქართული ოცნების” ქმედებაში დღევანდელ კრიზისთან და გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, თორემ ინვესტიციებს მანამდეც ბევრს ახორციელებდა”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები