ლადო ბოჟაძე: თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხა, მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი შენატანია
“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბიძინა ივანიშვილმა 100 000 000 (ასი მილიონო)ლარის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხვით მოგვილოცა, ეს თანხა მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი შენატანია”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღანელი სოციალურ ქსელში წერს.
ბოჟაძე კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს სამთავრობო გუნდს.
,,ეს შემოწირულობა ნაწილია იმ ქველმოქმედებისა, რაც მან საქართველოში განახორციელა, 3 მილიარდი დოლარი, მათ შორის 500 მილიონი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის, რომელიც დღეს ვირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა მსოფლიოში. მომავალშიც, ვირუსისგან გამოწვეული სოციალ-ეკონომიკური მდგომარების გამოსასწორებლად, საჭიროების შეთხვევაში, სახელმწიფოს კვლავ მისი მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა მე მაინც მის ყველაზე დიდ დამსახურებად ხალხთან ერთად 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებას მივიჩნევ. ჩვენი სრული მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კვალიფიციურ, პროფესიონალ სამთავრობო და ექიმთა გუნდს”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.