გიორგი კეკელიძე: დღეს, 22: 00 საათზე შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, დროშები გადმოვფინოთ

“დღეს, საღამოს 22.00 წუთზე სახლებში მყოფებმა შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც აქვს – დროშები გადმოვფინოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე „ფეისბუქში“ წერს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, 9 აპრილი გმირების ტრაგიკულად დაღუპვისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

„მეგობრებო და მედიის ძვირფასო  წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, საღამოს 22: 00 საათზე სახლებში მყოფებმა შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც აქვს – დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენისა.
გვახსოვდეს 9 აპრილი“, – წერს კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები