გიორგი ცუცქირიძე: რა არის იმაში გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ას მილიონს სწორედ ამ კვალიფიკაციურ გუნდსა და სამაგალითო მენეჯმენტს ანდობდეს?

„რა არის იმაში გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ას მილიონს სწორედ ამ კვალიფიკაციურ გუნდსა და სამაგალითო მენეჯმენტს ანდობდეს, რათა ამ გადამწყვეტ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის ფონდისთვის გაღებული თანხა საჭიროებისამებრ განიკარგოს?“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას ეხამურება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, არაერთხელ გვინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს აზღვევს და ეხმარება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

„გლობალურმა ვირუსულმა პანდემიამ ბევრი რამ აჩვენა, მისი ზეგავლენის მაშტაბებზე მომავალშიც ბევრი ითქმება და დაიწერება, ბევრი რამეც შეიცვლება და გადაფასდება, მაგრამ ფაქტია, რომ მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილმა ამ გამოცდას აშკარად ვერ გაუძლო.
პრაქტიკულად , უმოქმედო და არაეფექტური იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, იგივე ჯანმო. როგორც ვირუსული ეპიდემიის წინაკრიზისულ, ასევე კრიზისულ პერიოდშიც. იგივე შიძლება ითქვას ევროსაბჭოზეც და ევროპულ სტრუქტურებზეც, რომელთა მოუქნელი და ბიუროკრატიული მექანიზმებს კრიტიკა ისედაც არ აკლდათ.
ასეთ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად ჩამოიშალა ევროპის წამყვანი და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ჰოსპიტალური სისტემები, არის შედეგი როგორც ჯანდაცვის პოლიტიკაში ბოლო წლებში დაშვებული შედომებისა, არამედ ამ ქვეყნების მთავრობების არაეფექტური და არადროული რეაგირებისაც.
ის რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა, წინა კრიზისულ და აკეთებს დღეს, კრიზისის პერიოდში ამ თვალსაზრისითაც არის აღსანიშნავი. სიმართლე უნდა ითქვას, ამ სახის კრიზისების მართვის პრაქტიკულად არანაირი გამოცდილების და ფორს მაჟორულ პერიოდებში, გასაკვირიც კი არის ის მობილობა და გადაწყვეტილებების სისწორე, რამაც ვირუსული ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია მოახდინა. ეს გადაწყვეტილებები დასაფასებელია თუნდაც ანტიკრიზისული მართვის კუთხითაც, როდესაც არჩევანი არა რამდენიმე ვარიანტიდან არის მისაღები, არამედ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გაქვს მისაღები.
ახლა , როდესაც ჩვენ ამ უხილავ მტერთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, ფონდ „ქართუს“ მიერ კორონავირუსთან ბრძოლის (StopCov) ფონდისთვის გაღებული თანხას მოჰყვა სხვადასხვა ინსინუაციები, არა მხოლოდ „ნაციონალური“ ოპოფლანგის ტრადიციული სტილში, უბრალოდ გასაკვირი და სამწუხაროა ასეთი დაუნახაობა. ჩვენ სხვა დროსაც ხომ არაერთხელ გვინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი აზღვევს სახელმწიფოს და ეხმარება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, სადაც სახელმწიფოს არ ყოფნის რესურსი სასურველი შედეგის მისაღწევად.
ან რა არის იმაში გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ას მილიონს სწორედ ამ კვალიფიკაციური გუნდს და სამაგალითო მენეჯმენტს ანდობდეს, რათა ამ გადამწყვეტ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის (StopCov) ფონდისთვის გაღებული თანხა საჭიროებისამებრ განიკარგოს?.
უმადურობა არის ყველაზე ცუდი თვისება ადამიანთათვის, მაგრამ საზოგადოების მეხსიერება არის სამაგიეროდ ჯანმრთელი და პირუთვნელი მსაჯული და ისტორიაც ამას ადასტურებს დღემდე!“- წერს ცუცქირიძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები