“დიდი ალბათობით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე – ვაქცინა”

„დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე –  ვაქცინა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ “პირველი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ექიმმა აღნიშნა, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.

„კვლევები მიმდინარეობს და არის ძალიან დამაიმედებელი პროგნოზები. თუმცა, როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს – იცდება ათი-თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას.

ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე – ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა გოგინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები