ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტია მოთავსებული.

მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 71 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსით ინფიცირებულია 54. მათი მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია.

რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან 6 კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სამი მართვით სუნთქვაზეა, სამი კი სპონტანურ სუნთქვაზე. გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები, ვინაიდან ამ პაციენტებთან მიმართებით პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები უკვე გასულია.

რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობას – მეტნაკლებად, ყველასი სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოხატულება ამ ეტაპამდე არ დასტურდება”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები