ბრაზილიაში კორონავირუსისგან ახალშობილი გარდაიცვალა
ბრაზილიაში ახალშობილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დაბადებიდან ოთხ დღეში გარდაიცვალა, – წერს G1 ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ქალმა ფეხმძიმობის 30-ე კვირას იმშობიარა. ამის შემდეგ ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. თუმცა 4 დღეში ის გარდაიცვალა.
ამჟამად, მედიკოსები ადგენენ, იყო თუ არა ლეტალური შემთხვევის მიზეზი ვირუსი. არც ის არის ცნობილი, ჩვილი COVID-19-ით დაბადების შემდეგ დაინფიცირდა თუ არა.
ბავშვის დედას ისეთი დაავადებები აქვს, როგორებიც არის ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე.
ამჟამად, ის სახლშია იზოლირებული და კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება.