ლევან რატიანი: ჩვენს საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალი პაციენტი დაგვემატა, ერთ-ერთი 14 წლის ბავშვია
“მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. ერთი 14 წლის ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ამ ეტაპამდე მხოლოდ და მხოლოდ ამ მოზრდილთან გამოვლენილია კოვვირუსით ინფიცირება”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკა დღეს ორმა პაციენტმა დატოვა.
“ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტია. 53 ინფიცირებულია. ორი გავწერეთ, მაგრამ ეს ამ 53-ში არ შედის. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. ერთი 14 წლის ბავშვი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ამ ეტაპამდე მხოლოდ და მხოლოდ ამ მოზრდილთან გამოვლენილია კოვვირუსით ინფიცირება, ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება, ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა და მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში.
რაც შეეხება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფ პაციენტებს – მათი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.
53-დან 27 გვყავს კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული მწვავე პნევმონიით. გაგზავნილია რამდენიმე ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხებს. დანარჩენი ცვლილება დინამიკის გარეშეა”, – განაცხადა რატიანმა.