თერთმეტი შვიდის წინააღმდეგ – სამშენებლო კომპანიების უმეტესობამ საქმიანობა განაახლა
ინფრასტრუქტულ პროექტებში ჩართული სამშენებლო კომპანიების უმეტესობამ საქმიანობა განაახლა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, 18 სამშენებლო კომპანიიდან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებით იყვნენ დაკავებული, 11-მა ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება 7 კომპანიას. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მათ მიეცათ რეკომენდაციები, რა უნდა გამოასწორონ, რათა კორონავირუსის პირობებში საქმიანობა შეძლონ.
თურნავას ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის ტექნიკური დეპარტამენტისა და შრომის ინსპექციის მიერ 33 საწარმო და სამშენებლო კომპანიაა შემოწმებული.