პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.

​პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნითაა მიღებული.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობასმთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს.

სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები