ლევან რატიანი: დაავადების გამოსავალი არის დამოკიდებული ფსიქოლოგიურ განწყობაზე, ამიტომ ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე
“კორონავირუსისგან გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი ინდივიდურია, გააჩნია ორგანიზმის განწყობას”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი არის დამოკიდებული ორ რამეზე: პირველი – ეს არის სომატური პათოლოგია, მეორე – ფსიქოლოგიური განწყობა.
“გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი ინდივიდურია, ეს არის ინფექციური პათოლოგია. შეიძლება, ვიყოთ მატარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ, გააჩნია ორგანიზმს, რა განწყობა აქვს. ყველაფერი დაავადების შესახებ ინდივიდურია. ვუყურებ გადაცემებს, ვეკონტაქტები მსოფლიოში წამყვან მეცნიერებს, ვინც ამ დაავადებასთან ბრძოლაში არის მონაწილე და სწავლობს მის ბიოქიმიას, ყველა ამბობს, რომ დაავადების გამოსავალი არის დამოკიდებული ორ რამეზე – პირველი ეს არის სომატური პათოლოგია, მეორე – ფსიქოლოგიური განწყობა, ამიტომ ყველა ვიყოთ კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე”, – განაცხადა რატიანმა.