ცისანა შარტავა: პატრიარქი სამებაში საზეიმო წირვას მაღალი წნევის გამო ვერ ესწრება
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამებაში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ვერ ესწრება. როგორც “კვირას” პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, დღეს დილით პატრიარქს შედარებით მაღალი წნევა ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, სხვა მხრივ ყველაფერი კარგად არის.
“პატრიარქს დღეს დილით შედარებით მაღალი წნევა ჰქონდა და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მხოლოდ საპატრიარქოში გამართულ მსახურებას დასწრებოდა შვიდ საათზე. სხვა მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფერი კარგად არის. დამატებითი კონსულტაციებიც კი არ დასჭირვებია.
მოგეხსენებათ გუშინ ლოცვაზეც იმყოფებოდა“, – აღნიშნა ცისანა შარტავამ.