ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მედპერსონალს ჩაუტარდა გამოკვლევა და კორონავირუსზე ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის მქონე 52 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში მედპერსონალს გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა და კორონავირუსზე ტესტის შედეგები ყველა მათგანთან უარყოფითი იყო.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, 52 არის დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენს ველოდებით კვლევის პასუხებს.

ჩვენს კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა მედპერსონალს გამოკვლევა და კორონავირუსზე ყველა ტესტის შედეგი უარყოფითი მოვიდა, რაც ძალიან გვახარებს“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები