დანია კარანტინს ასუსტებს – სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მთავრობა მკაცრ საკარანტინო ზომების შესუსტებას შემდეგი კვირიდან დაიწყებს, – წერს Politiken-ი.

მისი თქმით, იგეგმება საბავშვო ბაღებისა და მეხუთე კლასამდე სკოლების გახსნა. ამასთან, მოსწავლეები და მასწავლებლები რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყვნენ სუფთა ჰაერზე, მაგრამ როდესაც სწავლა დახურულ შენობაში ჩატარდება, მათ შორის საკმარისი დისტანცია უნდა იყოს.

“ყველაზე პატარებისთვის სკოლებისა და ბაღების გახსნა ნიშნავს იმას, რომ მათ მშობლებს მშვიდი სამსახური ექნებათ. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან უამრავი ამოცანა დარჩა მოუგვარებელი”, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც 12 მარტიდან დისტანციურად მუშაობენ, ამის შემდეგ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას შეძლებენ, თუ მიჰყვებიან საჭირო რეკომენდაციებს.

რაც შეეხება 6-10 კლასის მოსწავლეებს – ისინი სკოლებში 10 მაისზე ადრე ვერ დაბრუნდებიან, ამის შედეგად კი ყველა გამოცდა უქმდება.

ასევე, ქვეყანაში 10 მაისამდე იქნება დაკეტილი ტაძრები, ბიბლიოთეკები და სპორტდარბაზები ისევე , როგორც სავაჭრო ცენტრები. 10 მაისამდე ვრცელდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა.

ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ დანიაში კორონავირუსის გავრცელების მდგრადი განვითარებაა და ინფიცირებულთა რიცხვი სტაბილურ მდგომარეობაშია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება.

დანიაში კორონავირუსის 4647 დადასტურებული შემთხვევაა, 187 ადამიანია გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები