საჩხერის სამედიცინო ცენტრში იზოლაცია მოიხსნა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში იზოლაცია მოიხსნა. ცენტრის დირექტორის თქმით, კლინიკის 100-მდე თანამშრომელს კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც უარყოფითია.
მისივე თქმით, ტესტების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ- ერთ მედიკოსს Covid- 19 დაუდასტურდა.
“კლინიკის ასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტი და მათი პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. ეს მედიკოსები არიან ისინი ,ვისაც პირდაპირი, ან ირიბი შეხება ჰქონდათ იმ მედიკოსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა”,-აღნიშნა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ.
მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია იმ სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც კორონავირუსზე ცენტრში მკურნალობას გადის.
დღესვე კარანტინი 32 მარნეულელმა დატოვა. ამჟამად კარანტინში 15 ადამიანი რჩება.