ლევან რატიანი: კორონავირუსით დაინფიცირებული 2 პაციენტი სტუდენტია, ისინი სხვა კლინიკაში მუშაობდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
“კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ისინი სხვა კლინიკაში მუშაობდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია”,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტებთან სტანდარტული მკურნალობა მიმდინარეობს.
„ესენი არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც სახელმწიფო პროტოკოლზეა დამყარებული”, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.