ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი, 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია.
“ჩვენს კლინიკაში მყოფი, 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება – ის რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს კლინიკაში, კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრესი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია, დინამიკა შენარჩუნებული გვაქვს, უარყოფითი დინამიკის გარეშე, იმედია, ასე გაგრძელდება”, – განაცხადა რატიანმა.