ლევან რატიანი: კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის განყოფილებაში 6 პაციენტი მკურნალობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 6 პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის განყოფილებაში მკურნალობს.

მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი გადის.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში არის 64 პაციენტი, მათგან 51 არის კორონავირუსით ინფიცირებული. იცით, რომ დღეს ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს – კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის განყოფილებაში 6 პაციენტი მკურნალობს. ჩვენი პირველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც 62 წლის იყო, დღეს გაიგზავნა განმეორებით ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე და, თუ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ალბათ, ამ დღეებში კლინიკიდან გაეწერება”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები