ლევან რატიანი: თუ 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტები საწყის სტადიაში მიმართავენ კლინიკას, გამოჯანმრთელების შანსი მაღალია
“თუ პაციენტები მომართავენ კლინიკას 60+1 ასაკის, სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში, უფრო მაღალი შანსია გამოჯანმრთელების, ვიდრე – დამძიმების”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმების ძირითადი ამოცანა სიტუაციის მართვაა.
“თუ პაციენტები მომართავენ კლინიკას 60+1 ასაკის, სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში, უფრო მაღალი შანსია გამოჯანმრთელების, ვიდრე – დამძიმების.
პანდემიის კანონია, ციფრებს ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს. ექიმების ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ სიტუაცია ისე, როგორც ვმართავდით პროტოკოლის მიხედვით”, – განაცხადა რატიანმა.