ქუთაისის მერი და პოლიტიკური თანამდებობის სხვა პირები ხელფასის 1/3-ს StopCoV ფონდში გადარიცხავენ

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ირაკლი შენგელია, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებიან და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთი მესამედი გადარიცხავენ.

„რთული ვითარებაა ქვეყანაში და ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები, დამატებითი წვლილიც უნდა შევიტანოთ ცოვიდ19-თან ბრძოლის საქმეში.

ვუერთდები „ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ სოლიდარობის აქციას და მომდევნო სამი თვის მანძილზე ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავ შტოპჩოV ფონდში. იგივეს გააკეთებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები.
მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ეს ფორმა, მთვარობის მიერ გატარებულ უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, დადებით როლს შეასრულებს პანდემიასთან გამართულ ბრძოლაში და ამ აქციას, მატერიალურთან ერთად, უდიდესი მორალური ღირებულებაც ექნება!” – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები