ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი, გადატანილი იყო მწვავე ინფაქტი

“კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე კრიტიკული იყო”,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტს სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია, კოვიდ ინფიცირებული გვყავდა 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ტერმინალური, 81 წლის ქალბატონი რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლისგან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნოლი, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიომის მწვავე ინფაქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური, მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

აღნიშნული ასაკი, პლიუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება მაღალი გართულებების რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. შესაძლებელია ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“,- განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები