მარინა ეზუგბაია: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ინფიცირების  წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია.

რაც შეეხება წყაროს, ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეროვნულ ბანკს უკავშირდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები