ცოტნე ზურაბიანი საკუთარი ხელფასის 1/3-ს სამი თვის მანძილზე, StopCov ფონდში გადარიცხავს

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი „ქართული ოცნების“ ინიციატივას უერთდება და საკუთარი ხელფასის 1/3-ს, სამი თვის მანძილზე კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.
„მივესალმები და ვუერთდები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ინიციატივას და მზად ვარ, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო StopCov ფონდში.
იმ დროს, როდესაც მსოფლიო და მათ შორის საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლითაც კორონა ვირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ყოფას შევუმსუბუქებთ“,- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
დეპუტატმა ასევე განმარტა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალურად დაუცველთა და 70 წელს ზემოთ პირების პირების საჭიროებების შესწავლა და მათი დახმარება, ასევე ბაგა-ბაღების აღსაზრდელების საკვები პროდუქტებით მომარაგება.
„აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართული არიან  ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარების პროცესში, რომლებთან ერთადაც აუცილებლად დავძლევთ მიმდინარე გამოწვევას და გადავლახავთ კრიზისულ პერიოდს“,- აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები