ლევან რატიანი: ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 4 კრიტიკული პაციენტია.
„ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გვყავს. სახეზეა COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა, პლუს, ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე, კლინიკაში წევს 64 პაციენტი, აქედან 34 ინფიცირებული შემთხვევაა და დანარჩენებთან გამოკვლევის პასუხებს ველოდებით. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე 4 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ხორციელდება მათი მონიტორინგი და მკურნალობა.
ორი ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა კი სტაბილური რჩება“, – აღნიშნა რატიანმა.