“ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარება ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა”
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
“შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში ამოქმედდა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და, ამავე დროს, ეკონომიკური კონიუქტურა, ძალიან დიდ წნეხს ქმნის დასაქმებაზე. ქვეყანაში პრობლემა შეიძლება, შეექმნათ როგორც რეგულარულად დასაქმებულებს, ისე – თვითდასაქმებულებს. განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა. როდესაც ჩვენ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია და ანალიზის საშუალება, ჩვენ დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევაზეც გვექნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.