კახა კალაძე: ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება

თბილისის მერი, კახა კალაძე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სააღდგომო მსახურების ჩატარების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის სადარაჯოზე და იმედი გამოთქვა, რომ ახლაც ასე იქნება.

„აღდგომამდე ჯერ დრო არის, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა. თქვენ ხედავთ, როგორია რეალური სიტუაცია ქვეყანასა და მსოფლიოში. დღეს ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მე ძალიან მომწონს ის რაციონალური მიდგომა. ისინიც ხედავენ, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები