შოთა რეხვიაშვილი: საჯარო მოხელესთან კონტაქტში მყოფი “მაგთის” ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ერთი -კარანტინში

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კომპანია “მაგთის” ორი თანამშრომელი, რომელიც კონტაქტში იყო დაინფიცირებულ ადამიანთან, თვითიზოლაციაშია, ერთი კი კარანტინშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, საჯარო მოხელის, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურა, ოჯახის წევრებს დღეს ჩაუტარდებათ ანალიზი.

„კოონავირუსით ინფიცირებული საჯარო მოხელის კონტაქტების 90%, სადაც შესაძლო რისკები შეიძლება ყოფილიყო, შესწავლილია და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები, მათ შორის იყო კომპანია „მაგთის“ სერვისის მოთხოვნა ოჯახიდან, მათგანაც ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინე სივრცეში.

დღეს ჩვენ კარანტინში გვაქვს 50-60 ადამიანის მიღების შესაძლებლობა. რაიმე პროგნოზის გაკეთება, რომ ხელიდან გაგვექცა პროცესი, არ არის. ყველაფერი მართვადია, არ არის საჭირო დამატებითი მკაცრი ზომების მიღება. თერმოსკრინიგი გამკაცრდება, რომ მოსალხეობის გადაადგილება იყოს შესწავლილი და სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება იმ სივრცეების, სადაც ამ ფაქტიდან გამომდინარე გვაქვს საჭიროება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები