ხუნდაძე: ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც – თანამდებობას, არც – პოლიტიკურ მრწამსს, არც – გვარიშვილობას
“ხედავთ, რომ ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც – თანამდებობას, არც- პოლიტიკურ მრწამსს, არც გვარიშვილობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება ყველას სჭირდება.
„ხედავთ, რომ ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრობას, არც – თანამდებობას, არც – პოლიტიკურ მრწამსს, არც – გვარიშვილობას. სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება ყველას სჭირდება. დანარჩენი, ეპიდემიოლოგებთან განვიხილავთ ამ კონკრეტულ საკითხს და იქნება შესაბამისი რეკომენდაციები. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ძალიან მალე. ზოგჯერ ვასწრებთ კიდეც დროულ გადაწყვეტილებას ადრე მიღებული ქმედებით და ეს აისახება შედეგზეც. ყოველდღიური მატება არის დადასტურებული შემთხვევების, არის სცენარები, რომელიც ალბათ ყურში ცუდად გვხდება, მაგრამ დღევანდელი ამ რეალობისთვის არის რეალური, ისე რომ არ დავაგვიანებთ გადაწყვეტილებას, ქმედება იქნება შესაბამისი და გადაწყვეტილება იქნება ცოტა ადრეც, ვიდრე ეს საჭიროც არის“, – განაცხადა ხუნდაძემ.