აშშ-ის საელჩო: გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის. „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტო, რომელზეც თბილისის ქუჩების დეზინფექციის პროცესია ასახული.
„COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორებიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
თამუნა შეყილაძე