“როდესაც მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, „ქართუ” გააგრძელებს სისტემურ დახმარებას, ვფიქრობთ, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის შეხიდება”

“დღესაც, როდესაც ჩვენ მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, „ქართუ” გააგრძელებს სისტემურ დახმარებას. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის შეხიდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაცემა „ღია ეთერში” განაცხადა.

მისი თქმით, „ქართუ” ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო შეზღუდული ან როდესაც ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარება სჭირდებოდა.

„ქართუს” დახმარება, მოგეხსენებათ, ყოველთვის იყო სისტემური. „ქართუ” ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი შეზღუდული იყო ან როდესაც ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარება სჭირდებოდა. მოგეხსენებათ 13 ივნისის მოვლენები, როდესაც „ქართუ” ასე მხარში დაუდგა ქვეყანას. დარწმუნებულნი ვართ და ვიცით, რომ დღესაც, როდესაც ჩვენ მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვართ, ისევე როგორც მძიმე ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე, „ქართუ” გააგრძელებს სისტემურ დახმარებას. ჩვენ ახლა ვფიქრობთ იმაზე, სად უფრო მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის შეხიდება. “ქართუ” აგრძელებს ამ ქვეყნის სისტემურ მხარდაჭერას. ის არის ე.წ დაზღვევა, როდესაც რესურსები არ ჰყოფნის ქვეყანას. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ამ ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურაში, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობაში – ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს, აქვს აბსოლუტურად დასაბუთებული მხარდაჭერა “ქართუსი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები