ეკატერინე ტიკარაძე: სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობების მარაგის შევსებას ვცდილობთ როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე – უცხოეთიდან მუდმივ რეჟიმში
“ზოგადად, მსოფლიოში არის სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისა და მწარმოებლებისგან, ასევე, უცხოეთიდან მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ მარაგი ყოველდღიურად შევავსოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელწიფო კერძო კლინიკებს კომუნიკაციაში დაეხმარება, რომ მათ საკუთარი მედპერსონალისთვის უსაფრთხო გარემო დამოუკიდებლად უზრუნველყონ.
„აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ, ზოგადად, მსოფლიოში არის აღჭურვილობის დეფიციტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისა და მწარმოებლებისგან, ასევე, უცხოეთიდან მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად შევავსოთ მარაგი. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც პროგრამაშია ჩართული, რომ დეფიციტი და ხარვეზები არ შეექმნათ პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, ეტაპობრივად იქნებიან ჩართული ე.წ. ცხელების კლინიკები და მათზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, მათი აღჭურვაც ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კერძო კლინიკებს – ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ კომუნიკაციაში იმისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად უზრუნველყონ საკუთარი მედპერსონალისთვის ის უსაფრთხო გარემო და აღჭურვილობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.