“ახალშობილები კლინიკას დღეს დატოვებენ, ორი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია”
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ახალშობილები კლინიკას დღეს დატოვებენ.
რაც შეეხება ორსულებს – რატიანის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ახალშობილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად ფასდება, მათ ჩაუტარდათ განმეორებით ტესტირება და მივიღეთ ისევ ანტიგენ-ანტისხეულები უარყოფითი, ამიტომ ასეთი პაციენტები დღეს დატოვებენ კლინიკას.
რაც შეეხება ორსულებს – გვყავს ორი ორსული ქალბატონი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც დედის, ისე ნაყოფის“, – განაცხადა რატიანმა.