ლევან რატიანი: ვიმედოვნებთ, რომ ერთი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს
“ერთი პაციენტის პირველი ტესტი კორონავირუსზე მოვიდა უარყოფითი, დღეს დამატებით, შემოწმებისთვის ტესტი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
“ერთი პაციენტის პირველი ტესტი, რომელიც უახლოეს საათებში უნდა გაეწეროს კლინიკიდან, მოვიდა უარყოფითი, დღეს დამატებით გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქალბატონი კლინიკას დატოვებს”, – აღნიშნა რატიანმა.