“მარნეულიდან გადმოყვანილი ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკული იყო, სტაბილურია, შეინიშნება დადებითი დინამიკა”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, მარნეულის წითელი ზონიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკული იყო, სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება.

“ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში 69 პაციენტია. 22 ინფიცირებულია. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას – ყველაზე კრიტიკული პაციენტი, გადმოყვანილი იყო ბოლნისიდან, მარნეულის წითელი ზონიდან, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, დადასტურებული კოვინფექციით, ანამნეზიური მონაცემებით სახეზე იყო გადატანილი ინფაქტი, ავტოკორონალური შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იყო მოთავსებული. ექიმების მიერ ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკითაა, ბოლო 24 საათია, მოხსნილია აპარატიდან. კონტაქტურია, ადეკვატურია, ალბათ, რამდენიმე საათში ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები