კახა ბეროზაშვილი: კორონავირუსზე ტესტი 21 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია
“ლაბორატორიაში 21 სინჯი იყო გაგზავნილი და ველოდებოდით პასუხებს. საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია, შესაბამისად კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დადასტურებულა”,- ამის შესახებ “თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კლინიკური დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 46 პაციენტია. ლაბორატორიაში 21 სინჯი იყო გაგზავნილი და ველოდებოდით პასუხებს. საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია, შესაბამისად კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დადასტურებულა. პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ 46 პაციენტიდან ექვსი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რაც უკვე ნიშნავს, რომ მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ეს სიმძიმე ვირუსით არ არის გამოწვეული, ეს გამოწვეულია თანმხლები დაავადებების გართულებებით”, – განაცხადა ბეროზაშვილმა.