სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის, მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გათავისუფლდა.
“აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
დეტალები იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/